რეკავთ ჩვენს სერვისში, აღწერთ თქვენს პრობლემას, მოგაქვთ ნივთი ჩვენთან.
დიაგნოსტირება
ხელოსანი განახორციელებს დიაგნოსტირებას და შემოგთავაზებთ ვარიანტს
შეკეთება
ჩვენ მოვილაპარაკებთ ფასზე და ვადებზე, შემდეგ ხელოსანი შეუდგება სამუშაოს.
ჩვენი მომხმარებლების შეფასებები
სახლში გამიფუჭდა ჯამიანი მიქსერი და შეკეთების შემდეგ კვლავ კარგად მუშაობს რამდენიმე თვეა უკვე. ეხლა მიკროტალღურიც შევაკეთე თქვენს სერვისში და ვარ ძალიან კმაყოფილი თქვენთან ურთიერთობით. ასე განაგრძეთ. მადლობა!
ოთარ მამალაძე
იურისტი
კარგი სახელოსნოა და მისაღები ფასებია. თქვენ დამეხმარეთ ფენის და ბლენდერის "გაცოცხლებაში". ნივთების წაღებაზეც მეორედ მოსვლა არ მომიწია, რადგან სულ რაღაც ერთ საათზე ცოტა მეტი ხანი დასჭირდა. კმაყოფილი ვარ ნამდვილად!
ნუცა აბჟანდაძე
სტუდენტი
არაერთხელ მოვსულვარ თქვენთან სხვადასხვა ტექნიკით და ყოველ ჯერზე ვრჩები კმაყოფილ კომუნიკაციით და ფასებით. დიდი მადლობა!
მამუკა ხურციძე
ეკონომისტი
სულ მიფუჭდებოდა ორთქლის უთოები დიდი დატვირთვის გამო, მაგრამ თქვენთან მოხვედრის შემდეგ ეს პრობლემა აღარ მაქვს. მადლობა დიდი თქვენ!
ლიზა ბადალაშვილი
დიზაინერი
თუ თქვენ მოგიმართავთ ჩვენი სერვისისთვის, მოგვწერეთ თქვენი შეფასება ელ.ფოსტაზე t.sheketeba@gmail.com. სიამოვნებით გავიგებდით თქვენს აზრს ჩვენი მუშაობის შესახებ!
რატომ გვირჩევენ ჩვენ?
10 წელი წვრილი ტექნიკის შეკეთებაში
ამ დროის განმავლობაში, ჩვენ შევასრულეთ რემონტების უზარმაზარი რაოდენობა. ჩვენთან გაიარა უამრავმა ტექნიკამ, სხვადასხვა დაზიანებებით.
უსწრაფესი დიაგნოსტირება
ხარისხიანი და ზუსტი დიაგნოსტირება, უმოკლეს ვადებში, მინიმალური გადასახადით ან სულაც უფასო ჩვენს სერვის ცენტრში.
ინდივიდუალური მიდგომა
ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ კონკრეტულად თქვენი შემთხვევა, მიუხედავათ იმისა, რომ ასეთი ტექნიკა შეგვიკეთებია უკვე ბევრი.
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია თუ არა ბარათით გადახდა?
დიახ, შეკეთების საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ასევე ბარათით. ამასთან ერთად შესაძლებელია გადასახდელი თანხის გადმორიცხვა ინვოისის საფუძველზე.
რა ვადით განისაზღვრება საგარანტიო პერიოდი?
საგარანტიო პერიოდი შესრულებულ სამუშაოზე შეადგენს სამ თვეს სტანდარტულ შემთხვევაში.
რამდენად ხარისხიან ნაწილებს იყენებთ შეკეთებისას?
ჩვენ ყოველთვის თავს ვარიდებთ ყოველგვარ გადაკეთებებს და ვცდილობთ ზუსტად იგივე ნაწილით შევცვალოთ დაზიანებული. თუ რაიმე მიზეზით არ ხერხდება იგივე ნაწილის დაყენება, აუცილებლად ვათანხმებთ ამ საკითხს მომხმარებელთან.
საკონტაქტო ინფორმაცია
ჩვენ ვიმყოფებით მარცხენა სანაპიროზე. შემოსასვლელი გზა ავტომობილით სამთო ქიმიასა და ოკუპირებული ტერიტორიების (ჯანდაცვის) სამინისტროს შორის. უახლოესი მეტროსადგური "დიდუბე". მეტროდან ფეხით სავალი ჩვენამდე ხუთი წუთი.
კონტაქტები
+995 551 122 550 t.sheketeba@gmail.com
მისამართი
თბილისი, მარცხენა სანაპირო თბილისი, ა. წერეთლის გამზ. #142