დაიწყე კარიერა ჩვენთან სერვისში
თუ ფლობ ელექტროობის სფეროში საბაზისო უნარებს და გაქვს სურვილი ეს უნარები მიიყვანო პროფესიონალურ დონეზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტში, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას
სახელოსნოს ესაჭიროება ელექტროობის საბაზისო ცოდნის მქონე პირი. არ არის აუცილებელი გამოცდილების არსებობა, მთავარია გესმოდეთ როგორ მუშაობს ელექტროობა. საქმის სპეციფიკის შესწავლა მოხდება ადგილზე ერთი თვის განმავლობაში. სახელოსნოს მიმართულება არის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, როგორიცაა: მიკროტალღური ღუმელი, ხორცსაკეპი მანქანა, ბლენდერი, მტვერსასრუტი, ფენი და მსგავსი წვრილი ტექნიკის შეკეთება.


მოთხოვნები:
  1. ელექტროობის საბაზისო ცოდნა.
  2. საუბრის გაგების დონეზე ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა .
  3. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
  4. სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი და უნარი.

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 - 19:00, კვირა დასვენება.
  • პირველი თვე იქნება სტაჟირება. ანაზღაურება 500 ლარი.
  • სტაჟირების შემდეგ ხელფასი იქნება გამომუშავებით 1500-2200 ლარი.
  • ხელფასის გაცემა მოხდება თვეში ერთხელ.

სახელოსნოს მდებარეობა:
თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #142, სამთო ქიმიის გვერდით, მეტრო დიდუბიდან ხუთი წუთის სავალზე.
გასაუბრებაზე ჩასაწერად შეავსეთ ექსელის ფაილი და გამოაგზავნეთ მეილზე: t.sheketeba@gmail.com