+(995) 551 122 550
დაიწყე კარიერა ჩვენთან სერვისში
თუ ფლობ ელექტროობის სფეროში საბაზისო უნარებს და გაქვს სურვილი ეს უნარები მიიყვანო პროფესიონალურ დონეზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტში, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას
სახელოსნო მიიღებს ელექტროობის საბაზისო ცოდნის მქონე პირი. არ არის აუცილებელი გამოცდილების არსებობა, მთავარია გესმოდეთ როგორ მუშაობს ელექტროობა. საქმის სპეციფიკის შესწავლა მოხდება ადგილზე ერთი თვის განმავლობაში. სახელოსნოს მიმართულება არის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, როგორიცაა: მიკროტალღური ღუმელი, ხორცსაკეპი მანქანა, ბლენდერი, მტვერსასრუტი, ფენი და მსგავსი წვრილი ტექნიკის შეკეთება.


მოვალეობები:
  • ტექნიკის ელექტრული გაუმართაობის აღმოფხვრა.
  • ტექნიკის მექანიკური კვანძების შეკეთება-შეცვლა.

მოთხოვნები:
  • ასაკი 20-35.
  • ელექტროობის საბაზისო ცოდნა.
  • საუბრის გაგების დონეზე ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა .

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტირების უნარი.
  • სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი და უნარი.

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00— 19:00, კვირა დასვენება.
  • პირველი კვირა იქნება სტაჟირება, ანაზღაურების გარეშე.
  • ხელფასი გამომუშავებით 1800−2500 ლარი.
  • ხელფასის გაცემა მოხდება თვეში ერთხელ.

სახელოსნოს მდებარეობა:
თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #142, სამთო ქიმიის გვერდით, მეტრო დიდუბიდან ხუთი წუთის სავალზე.


გასაუბრებაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: +995 551 122 550